დიმიტრი პესკოვი – ოლიმპიური თამაშების დროს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთს საფრანგეთიდან ოფიციალური წინადადება არ მიუღია

ოლიმპიური თამაშების დროს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთს საფრანგეთიდან ოფიციალური წინადადება არ მიუღია, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ს პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მსგავსი კითხვები არაერთხელ დაუსვეს.
„პრეზიდენტმა და ჩვენმა სამხედროებმა ყურადღება იმ ფაქტზე გაამახვილეს, რომ როგორც წესი, ს რეჟიმი მსგავს იდეებსა და ინიციატივებს გადაჯგუფებისა და ხელახალი შეიარაღებისთვის იყენებს. ეს, რა თქმა უნდა, მსგავსი ინიციატივების განხილვის პროცესს მნიშვნელოვნად ართულებს. ამ მხრივ ოფიციალური ნაბიჯები ჯერჯერობით არავის გადაუდგამს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების დროს მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა სურს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ახალგაზრდებს პირდაპირი ეთერის ფორმატში საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შევთავაზე, თუმცა იმავე წამს რადიკალების მხრიდან ახალგაზრდების ბულინგი დაიწყო და ამ პირობებში ვერც ერთმა ჯგუფმა მონაწილეობა ვერ გარისკა