დიმიტრი პესკოვი – მოსკოვი მზადაა ბაქოსა და ერევანს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მუშაობის დასრულებაში დაეხმაროს

მოსკოვი მზადაა ბაქოსა და ერევანს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მუშაობის დასრულებაში დაეხმაროს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ბოლო დროს, სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მუშაობის დასრულების მზადყოფნა ორივე მხარემ არაერთხელ გამოთქვა. ამას მიესალმება და მზად არის მათ დაეხმაროს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
პესკოვმა აღნიშნა, რომ შეთანხმების მიღწევა რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურ ატმოსფეროს უზრუნველყოფს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ორმა პარტნიორმა და მოკავშირემ, არა მხოლოდ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფარგლებში, არამედ ჩვენი მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში, შეთანხმებას რაც შეიძლება მალე მიაღწიონ“, – აღნიშნა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა