დიმიტრი პესკოვი – მოლდოვაში მაია სანდუს იდეოლოგიას ბევრი ადამიანი არ ემხრობა

ბევრი არ არის მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს იდეოლოგიის მომხრე, ეს ფაქტი ყურადღებას იპყრობს, – ამის შესახებ ს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა მოლდოვაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი მტკიცებით, მოლდოვაში ოპოზიციურ ძალებს ქვეყანაში საარჩევნო პროცესის დროს საარჩევნო კამპანიის თავისუფლად წარმართვის შესაძლებლობა ჩამოერთვათ.
„ასეთი არათავისუფალი საარჩევნო კამპანიის პირობებშიც კი ვხედავთ, რამდენი ადამიანი არ არის ამჟამინდელი პრეზიდენტის სანდუს იდეოლოგიის მომხრე. ეს ყურადღებას იპყრობს“, – აღნიშნა პესკოვმა.
ცნობისთვის, საარჩევნო უბნებიდან ოქმების 98,51%-ის დამუშავების შემდეგ მოლდოვას -ს მიერ გავრცელებული წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ ხმების 42,07%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა ყოფილი გენერალური პროკურორი, ალექსანდრე სტოიანოგლო, ხმების 26,27%-ით. მოლდოვას პრეზიდენტობისთვის 11 კანდიდატი იბრძოდა, მათგან ვერცერთმა ვერ მიიღო ხმების 50%-ზე მეტი, რაც ნიშნავს, რომ ს მეორე ტური ჩატარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის საქმეზე მოწმე პოლიციელი – ერთ-ერთი გაქცევისას, როცა ფარს ვურტყამდით ხელკეტებს, რომ ისინი შეგვეშინებინა და უკან წასულიყვნენ, ქვა მესროლეს ფეხში, თაბაშირში მქონდა ორი კვირა – არ შემიმჩნევია, ვინ მესროლა