დიმიტრი მედვედევი – ტრამპმა კმაყოფილებით განაცხადა, რომ ს ლიდერისგან გზავნილი მიიღო, ეს ნიშნავს, რომ შეთანხმების გაფორმების შემდეგ ამერიკული იარაღის მიწოდება განახლდება – მტრისთვის მაქსიმალური მარცხის მიყენება მთავარ ამოცანად რჩება

მტრისთვის „მაქსიმალური მარცხის“ მიყენება ჩვენს მთავარ ამოცანად რჩება, – ამის შესახებ ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს.
„სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება. წინ მიიწევს. მტერი წინააღმდეგობის გაწევას აგრძელებს და ჯერ არ დამარცხებულა. ბანდერას რეჟიმისთვის და პირადად მისი ლიდერისთვის ომის შეჩერება ხომ გარდაუვალ დასასრულს ნიშნავს. ამიტომ, მტრისთვის „ადგილზე“ მაქსიმალური მარცხის მიყენება დღეს ჩვენს მთავარ ამოცანად რჩება“, – წერს მედვედევი.
მისი თქმით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ გააგრძელებს.
„კონგრესში გამოსვლისას ტრამპმა კმაყოფილებით განაცხადა, რომ მან ს ლიდერისგან გზავნილი მიიღო სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნისა და მინერალების შეთანხმებაზე ხელმოწერის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ გაფორმების შემდეგ ამერიკული იარაღის მიწოდება განახლდება“, – აღნიშნავს მედვედევი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“