დიმიტრი მედვედევი: „საქართველო არ არის ჯორჯია, შავი ზღვა კი – ატლანტის ოკეანე“

ს ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა თავის ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი, რომლეშიც თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და საქართველოს მიერ ე.წ. „აგენტების შესახხებ კანონის“ განხილვას ეხმიანება.
„თბილისში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ირგვლივ მსჯელობა გადავიდა პარლამენტში ქუჩურ გარჩევებსა და მხიარულ ქართულ ჩხუბში. ვინც მსგავს ქმედებებს სპონტანურ პროტესტს უწოდებს, პირველი მან ესროლოს ქვა საკუთარ სარკეს. ყველა ამ აქციის უკან მოჩანს ჰოლივუდის გამოცდილი და ნაცნობი ხელი, – წერს მედვედევი, რომლის თქმითაც, მთავარი, რაც ქართველ „პროტესტანტებს“ არ მოსწონთ, თურმე ყოფილა ის, რომ კანონი „რუსული იდეაა“ და არა დასავლური ინიციატივა:
„ერთი თვით ადრე, დასავლეთის ქვეყნების მხრიდან მწვავე კრიტიკის ტალღა გამოიწვია ყირგიზეთში მიღებულმა კანონმა, რომელიც ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში. ვნახეთ უწყვეტი კვნესა, ყვირილი და მუქარა ევროპელი და ამერიკელი სამთავრობო ნაგავსაყრელების მხრიდან. ასევე შეფარული, მტრული მიმართვები ამ ქვეყნის ხელმძღვანელობის მისამართით. როგორ ბედავთ? ვინ დაგრთოთ ნება? სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა? უსაფრთხოება, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა? არა, თქვენ ამის შესახებ არაფერი გსმენიათ. ეს თქვენთვის არ არის… ამ ყველაფრის მიღმა იმალება იმათი ამპარტავნობა და უძალო რისხვა, ვისაც სულ უფრო ხშირად და მედგრად ეუბნებიან უარს მორჩილებაზე.
ერთი წლის წინ, სხვათა შორის, -ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, მისი ოფიციალური წარმომადგენლის პრაისის მეშვეობით, განსაკუთრებული „კმაყოფილება“ გამოხატა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ „გამჭვირვალობის კანონის“ წინა პროექტი გაიწვია. იმის გამო, რომ (სიტყვასიტყვით) დოკუმენტი იყო „შეუთავსებელი ევროატლანტიკურ ღირებულებებთან“. დიახ, მართალია. ღირებულებები მართლაც განსხვავებულია. შავი ზღვა არ არის ატლანტიკური ოკეანე, საქართველო კი – ჯორჯია, მიუხედავად სახელების სრული მსგავსებისა“.
ასევე ახსენებს ევროკავშირს, რომელიც თითქოსდა გეგმავს უცხოური აგენტების შესახებ კანონის საკუთარი ვერსიის მიღებას.
„უფრო მკაცრის, ვიდრე შეერთებულ შტატებშია, სადაც ის მოქმედებს 1938 წლიდან და სერიოზულად ზღუდავს იურიდიულ და ფიზიკურ პირთა ფართო სპექტრის საქმიანობას, რომლებიც წარმოადგენენ უცხოური სტრუქტურებისა და მოღვაწეების ინტერესებს. ჯარიმები, ციხე, დეპორტაცია, „არასასურველი“ პირებისა და ორგანიზაციების უფლებების შეზღუდვა – მთელი არსენალი მზადაა და მყისიერად გამოიყენება. თუმცა, ეს საკმაოდ ნორმალურად ითვლება. ეს არის ამერიკული კანონი და ის საუკეთესოა. ვფიქრობ, უცხოური აგენტებისთვის სიკვდილით დასჯაც რომ ყოფილიყო, ვაშინგტონი იპოვიდა გამართლებას ასეთი რეპრესიებისთვის. მართლებიც იქნებიან, რადგან ისინი ხომ სჯიან თვით ამერიკის მტრებს!
უცხოური აგენტების შესახებ კანონები არსებობს მთელ რიგ ქვეყნებში. იმავე ისრაელში. (ბევრად მკაცრი) უნგრეთში და ავსტრალიაში, მაგრამ ამ შემთხვევებში ვაშინგტონი და ბრიუსელი საკმაოდ კმაყოფილი არიან ყველაფრით. არანაირი პრეტენზია და დაგმობა მათი მხრიდან.
სხვა შემთხვევაში – დაფინანსებული ფასიანი მეიდნები, ჩხუბები, ზეწოლა, შანტაჟი. ასევე უფროსი გერმანელი მეძეხვის, ევროკომისიის მთავარი გინეკოლოგისა და სხვა ამერიკის მსახურთა მსგავსი მეორეხარისხოვანი თვალწარმტაცი ისტერიკა.
ატლანტიკური ღირებულებები, რომლებიც თავსმოხვეულია მეიდანისა და სისხლის მეშვეობით, უკიდურესად საეჭვო საჩუქრებია. ის ქვეყნებიც კი, რომლებიც აქამდე ანგლო-საქსებს მთლიანად ემორჩილებოდნენ, სულ უფრო ნაკლებად იწონებენ. როგორც ჩანს, მათმა მოთმინებამ და დათმობამ დღეს გარდაუვალ ზღვარს მიაღწია. ეს მხოლოდ დასაწყისია“, – წერს დმიტრი მედვედევი, რომელიც თავის პოსტს ასრულებს პოსტ სკრიპტუმით:
„ზოგადად რომ ვთქვათ, ამერიკელები თანმიმდევრული ხალხია. 1938 წლიდან ისინი შეურიგებელნი არიან თავიანთი სახელმწიფოს მტრებთან.
ჩვენ ასევე უნდა შევცვალოთ კანონი, საფუძვლად ავიღოთ ზოგიერთი ამერიკული წესი. მაგალითად, დავაწესოთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უცხოური აგენტებისთვის, როგორც შტატებშია. და თანდათან გავზარდოთ უცხოური აგენტების რიცხვი ათასებამდე, როგორც მათთანაა. რატომ არის ჩვენთან საცოდავი ასეულები? ხომ არიან ღირსეული კანდიდატები. ნამდვილად არიან. უკეთესად უნდა ვეძებოთ!“

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი კასიანოვი – ჩვენ ერთად უნდა ვუთხრათ „არა“ რუსულ კანონს, ერთად უნდა დავიბრუნოთ აგრესორი სახელმწიფოს მიერ დროებით ოკუპირებული საქართველოსა და უკრაინის სუვერენული ტერიტორიები!