დიდ დიღომში გარდაცვლილი ბავშვის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელს ფოტორობოტის მიხედვით ეძებენ

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, ანა იანუშაიტიტეს დედა, ნატო ხუტაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელს ფოტორობოტის მიხედვით ეძებენ.
“ფოტორობოტის მიხედვით ვეძებთ არაადამიანს, ვინც ჩემს შვილს სიცოცხლე წაართვა”,- წერს ნატო ხუტაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე”.
გარდაცვლილი გოგონას დედა შესაბამის ფოტოსაც აქვეყნებს და დასძენს, რომ ინფორმაციის მიმწოდებელი დაჯილდოვდება, ხოლო ანონიმურობა დაცული იქნება.
ცნობისთვის, დიდ დიღომში, 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – მოუგვარებელი სისტემური პრობლემები არ იძლევა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას – მწვავედ დგას სტაციონარული ფსიქიატრიული სერვისების გადატვირთულობის საკითხი