უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის, რუსეთს კი ტერორის გაგრძელება სურს, – ასე ეხმაურება უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი რუსული ძალების მიერ ქალაქ სუმზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას.
„უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის, რუსეთი კი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ტერორის გაგრძელება სურს. აგრესიის შეჩერების, სამართლიანობის უზრუნველყოფისა და უკრაინელების სიცოცხლის გადასარჩენად საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს“, – წერს დენის შმიგალი X-ზე.
შეგახსენებთ, დღეს რუსულმა ძალებმა ქალაქ სუმის ცენტრს დაარტყეს. ბოლო მონაცემებით, სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 74 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 13 ბავშვი.
