დევიდ კამერონი პალესტინის ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს

ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის მეორე დღეს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი პალესტინის ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს.
როგორც „ბიბისი“ იტყობინება, კამერონმა თქვა, რომ ქვეყანა დამატებით 30 მილიონ ფუნტს გამოყოფს ღაზაში მზარდი ჰუმანიტარული კრიზისის მოსაგვარებლად.
თანხა მოხმარდება გაეროს და სხვა სააგენტოების მხარდაჭერას, რათა უზრუნველყონ ადამიანების დახმარება, მათ შორის თავშესაფრით და მედიკამენტებით.
კამერონის თქმით, ბრძოლის შეჩერება საშუალებას იძლევა ღაზაში მყოფ მოქალაქეებს მეტი დახმარება გაუწიონ.
„მოსალოდნელია, რომ კამერონი პალესტინელ ლიდერებთან საუბრისას კრიზისის გრძელვადიან პოლიტიკურ გადაწყვეტას განიხილავს“, – წერს „ბიბისი“.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია, ამიტომაც ეკლესიასთან ერთად ხელისუფლების ვალია დაიცვას იგი, როგორც შემნახველი ქართული იდენტობის, სულიერი და მატერიალური კულტურის