დევიდ კამერონი დონალდ ტრამპს შეხვდა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, -ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.
The Independent-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი ფლორიდაში აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტსა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატს, დონალდ ტრამპს ეწვია, ხოლო მოგვიანებით ვაშინგტონში ს ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებს, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდება.
„ოპოზიციის კანდიდატებთან მინისტრების შეხვედრა სტანდარტული პრაქტიკაა და მათი რუტინული საერთაშორისო ჩართულობის ნაწილია“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
დევიდ კამერონი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ამერიკელ ოფიციალურ პირებთან უკრაინის დახმარების საკითხს და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს განიხილავს.
„ვაშინგტონში მისი მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საერთო პრიორიტეტებზე, მათ შორის უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველყოფასა და ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის დამყარებაზე“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ასევე დაგაინტერესებთ