დედების ფონდის სკანდალი – მოპარეს თუ არა მძიმედ ავადმყოფ ბავშვებს ფული? (ვიდეო)

მძიმედ ავადმყოფი ბავშვების მშობლები, ორგანიზაცია “დედების ფონდის” დამფუძნებელს თაღლითობაში და გაჭირვებული ხალხის  თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ. მშობლები ამტკიცებენ, რომ საქველმოქმედო მიზნებისთვის მოქალაქეებისგან ჩარიცხული თანხის დიდი ნაწილი ფონდის ხელმძღვანელის, ვიოლეტა ჩიმჩიურის ჯიბეში წავიდა.

ეს ყველაფერი არ არის, როგორც მშობლები “შაბათის ეთერს” უყვებიან, მამხილებელი FACEBOOK-პოსტების ავტორებს უცნობი კაცი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. 

არასამეწარმეო იურიდიული პირი დედების ფონდი 2016 წელს დაფუძნდა. სადამფუძნებლო დოკუმენტში ჩანს, რომ ფონდს გამგეობის სამ წევრთან ერთად ვიოლეტა ჩიმჩიური მართავდა.

2016 წლის მონაცემებით ჩიმჩიური უქონელია და მას მის სახელზე არცერთი უძრავი ქონება არ უფიქსირდება.

“დედების ფონდმა” დაფუძნების დღიდან დღემდე ტრანსფორმაცია განიცადა და მას გამგეობის წევრები აღარ მართავენ. საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედით,  მისი ერთპიროვნული მმართველი ის ქალია, რომელიც ფონდის დაფუძნების შემდეგ გამდიდრდა.

ვიოლეტა ჩიმჩიურისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე ფონდის დაფუძნების შემდეგ არა ერთი ქონება გაჩნდა:

    • თბილის საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ ჩალიპირების უბნაში, 831.00 კვ.მ. მისი ნაკვეთი, “დედების ფონდის” დამფუძნებელმა 2024 წლის ოქტომბერში იყიდა.
    • რამდენიმე თვით ადრე 2024 წლის 28 თებერვალს ვიოლეტა ჩიმჩიურმა იყიდა, 109 კვადრატული მეტრი ბინა დიღომში ამერიკის საელჩოსთან.
    • 2020 წლის 15 დეკემბერს არის შეძენილი “დედების ფონდის” დამფუძნებელის მიერ აპარტამენტი ბაკურიანში.
    • 2025 წლის 22 აგვისტოს კი კერძო სახლი წნორში.