დეგნანი რუსულ კანონზე: შემობრუნების მიზანია, არჩევნებზე საერთაშორისო მისიები არ დაუშვას

საქართველოში -ის ყოფილი ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ქართულ ოცნებას რუსული სტილის კანონი “ძალით გააქვს” და მას არ გაუკვირდება, თუ ხალხის ნების უგულებელყოფით, ისინი ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანენ.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების უმაღლესმა სკოლამ იტალიაში, ბოლონიაში უმასპინძლა დისკუსიას სახელწოდებით “საქართველო – ბრძოლა დემოკრატიისა და ევო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის”. დისკუსიაზე სასაუბროდ მოწვეული იყო კელი დეგნანიც, რომელიც ამჟამად აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსის თავმჯდომარის საგარეო პოლიტიკის მრჩეველია.
“მე ვფიქრობ, რომ ამ კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ მმართველმა ძალამ, ოქტომბრის არჩევნებზე საერთაშორისო/სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას. იმ მისიებისა, რომელთა დისკრედიტაციასაც ახდენდნენ გასულ წლებში. მათ სურთ რომ არ ისმოდეს კრიტიკის ხმა არჩევნების პროცესთან მიმართებაში. სხვა ახსნა უბრალოდ არ მაქვს”, – აღნიშნა დეგნანმა.
ამასთან, ყოფილმა ელჩმა აღნიშნა, რომ ის ღელავს მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზეც, რადგან მმართველ პარტიას შეიძლება ხელისუფლების ყველა შტოზე ჰქონდეს კონტროლი. გარდა ამისა, დეგნანმა განაცხადა, რომ არ გაუკვირდება, თუ ქართული ოცნება კონსტუტუციის 78-ე მუხლის შეცვლაზეც იმუშაოს.
“ირონიულია, რომ კაცი, რომელიც 2018 წელს საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი ავტორი იყო და ახლა პრემიერ-მინისტრია, აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სამართლის იურისტია და არ გამიკრიდება, თუ ქართული ოცნება ოქტომბერში საკონსტიტუციო უმრავლესობით გაიმარჯვებს, ისინი როგორმე შეცვლიან 78-ე მუხლს. ამ და სხვა ცვლილებებით, ქართული ოცნება ეტაპობრივად შეეცდება, რომ ყოველი მომდევნო არჩევნები საკონსტიტუციო უმრავლესობით მოიგონ”, – თქვა დეგნანმა.

“იმის გამო, რომ ქართველების ისტორია სავსეა ბრძოლებით, როცა თავისუფლების მოყვარულები საბოლოოდ ამბობდნენ რომ “საკმარისია”, არ ვიცი ამ შემთხვევაში რა იქნება მაპროვოცირებელი, ეს შეიძლება იყოს უცხოური აგენტების შესახებ კანონი, კიდევ ერთი გაყალბებული არჩევნები ოქტომბერში ან სხვა რამ, მაგრამ მჯერა, რომ თავისუფლების სული და თავისუფლებისადმი ამ ერის ლტოლვა, კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს”, – აღნიშნა დეგნანმა.
ყოფილმა ელჩმა ასევე თქვა, რომ საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიჰყავთ და ბიძინა ივანიშვილს მან ოლიგარქი უწოდა:
“საქართველოს ჰყავს ოლიგარქი, რომელიც მიზანდასახულად ცდილობს სტატუს ქვოს შენარჩუნებას მის სასარგებლოდ და აქ არსებობს ენდემური, მაღალი დონის კორუფცია და მყიფე სახელმწიფო ინსტიტუტები”.