დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინასებით, კიდევ ერთი პროექტი განხორციელდა. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გორში ჭრა – კერვა – მოდელირების სასწავლო კურსი 30 ახალგაზრდამ გაიარა.
„გარდა ჭრა – კერვა – მოდელირების შესწავლისა, პროექტის ბენეფიციარები დაეუფლნენ და განივითარეს სამეწარმეო და ფონდების მოძიების უნარ-ჩვევები.
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის „განთლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდა.
სასწავლო პროგრამა ორგანიზაციამ „ნაბიჯი განვითარებისათვის“ პროექტის „ქალთა გაძლიერება, სწავლება – გადამზადების გზით” ფარგლებში განახორციელა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
