დასავლეთს შეუძლია გადადგას 5 ნაბიჯი | კულება დღევანდელ მასიურ თავდასხმებზე

„მოსკოვის ტერორისტულმა რეჟიმმა უნდა გააცნობიეროს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა თვალს არ დახუჭავს ში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე“, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დღევანდელ მასიურ თავდასხმასთან დაკავშირებით,
ს განცხადებით, უკრაინა დასავლელი მოკავშირეებისგან გადამწყვეტ ზომებს ელის. საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ დასავლეთს შეუძლია გადადგას 5 ნაბიჯი:
დააჩქაროს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემებისა და საბრძოლო მასალის მიწოდება; უზრუნველყოს უკრაინა ყველა ტიპის საბრძოლო დრონებით; უკრაინას მიაწოდოს 300 კმ+ დისტანციის რაკეტები; დაამტკიცოს გაყინული რუსული აქტივების გამოყენება უკრაინის დასახმარებლად; რუსი დიპლომატების იზოლირება შესაბამის დედაქალაქებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში;
დღეს დილით, ოკუპანტებმა მასიური იერიშები მიიტანეს კიევსა და ხარკოვზე. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 4 და დაშავებულია 92 ადამიანი. განადგურებულია საცხოვრებელი კორპუსები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.