დაპირების მიუხედავად, რუსეთმა არ დააბრუნა რუსეთში ტყვეობაში დაღუპული უკრაინელი ჟურნალისტის ცხედარი

რუსეთმა არ დააბრუნა სამშობლოში უკრაინელი ჟურნალისტის, ვიქტორია როშჩინას ცხედარი მიუხედავად დაპირებისა, იტყობინება უფლებადამცავი ჯგუფი.
როშჩინა რუსეთში დაიღუპა ტყვეობაში ყოფნისას.
პიოტრ რაცენკო, სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის ცენტრის წარმომადგენელი იტყობინება, რომ როშჩინას ცხედარი უნდა დაებრუნებინათ გვამების მასშტაბური გაცვლისას, როგორც ს თავდაცვის სამინისტრო აუწყებდა როშჩინას მამას გაგზავნილ წერილში.
არ არის გარკვეული, რატომ არ მოხვდა როშჩინას ცხედარი 18 ოქტომბრის გაცვლაში.
რაცენკოს თქმით, „ სამწუხაროდ, ყველაფერი დამოკიდებულია საწინააღმდეგო მხარეზე“.
მისი თქმით, როშჩინას ცხედრის სამშობლოში დაბრუნების მცდელობა დაუყოვნებლივ დაიწყო ამ თვის დასაწყისში, ანუ მას მერე, რაც 19 სექტემბერს ჟურნალისტის გარდაცვალება დადასტურდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – მანდატების შეწყვეტა თქვენი გადაწყვეტილებაა – აქეთ თუ მთხოვთ, რომ ჩვენ ვიზრუნოთ თქვენს ლეგიტიმაციაზე, ცდებით, გადავდოთ ჩემი მორალური შეფასებები და საქმეზე გადავიდეთ – იმედია მიკროფონს არ გამითიშავთ

თეა წულუკიანი გიორგი გახარიას – აგერ არის „One way ticket“, მას მერე, რაც იცოდით, რომ აქ უნდა მოსულიყავით, თქვენ ქვეყნიდან წახვედით, რატომ? – რა საჭირო იყო ქვეყნიდან ასე უცბად გაქცევა, რა ხდება ამ კომისიაზე ისეთი?