“დანით დაემუქრა მოწმეს, არ მიეწოდებინა სამართალდამცველებისთვის ინფორმაცია” – ქობულეთში, 19 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ქობულეთში, 19 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომაზე ჩვენება მისცა ერთ-ერთმა დაკავებულმა, რომელსაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ალექსანდრე ახვლედიანმა დეტალურად გაიხსენა მკვლელობის დღე. როგორ მოკლა ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა 19 წლის ახალგაზრდა, როგორ გადამალა ცხედარი და როგორ დატოვა ქვეყანა.
ისაუბრა ზეწოლაზეც, რომელსაც მისი თქმით, ბაჟუნაიშვილის მამა მოწმეებზე ახდენდა. მისივე თქმით, მკვლელობის შესახებ იცოდნენ ბრალდებულის ბიძებმაც.
მკვლელობა 18 მაისს ქობულეთის სოფელ ლეღვაში მოხდა. მეგობარმა მეგობარი მოკლა, ცხედარი გადამალა და ქვეყანა დატოვა. ბრალდებული საზღვარგარეთ დააკავეს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ექსტრადირების საკითხზე მუშაობა.
პროკურორმა, თორნიკე გოგეშვილმა პროცესის შესახებ ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, მკვლელობაში ბრალდებულის მამა, მოწმეზე ცივი იარაღის მუქარით ზემოქმედებდა და აფრთხილებდა, რომ სამართალდამცველებისთვის შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ უნდა მიეწოდებინა.
“მოწმის ჩვენებით დადგინდა, რომ ქმედების ჩადენის შემდგომ, როდესაც განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მამამ შეიტყო დანაშაულის ჩადენის შესახებ, ის სისტემატურად ზემოქმედებდა მასზე, თითქმის ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდა და აკონტროლებდა მის თითოეულ ქცევას.
მოწმემ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი შეხვედრის დროს განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მამასთან, აღნიშნულმა პირმა ჯიბიდან ამოიღო ცივი იარაღი, გაშალა და დანით დაემუქრა მოწმეს, რომ მას არ უნდა მიეწოდებინა სამართალდამცველებისთვის ინფორმაცია, რაც მას ჰქონდა. ეს იყო უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია, თუმცა, მიუხედავად ამისა, მეორედ დღეს, როდესაც ის გამოიკითხა საგამოძიებო ორგანოში, მან დეტალურად მოუყვა პოლიციას, თუ რა მოხდა რეალურად”, – განაცხადა თორნიკე გოგეშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბატონ როთს, კიდევ ერთხელ ვუმეორებ, ბარემ ბერლინშია სალომესთან ერთად, დათმოს თავისი ქვეყნის და მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, ჩამოვიდეს, ვინმე მოუძებნის ან გვარამია ან სააკაშვილი ადგილს სიაში და იყაროს კენჭი პირდაპირ