დამნაშავე დღემდე თავისუფალია, მე კი ტრავმირებული დავდივარ – ალექსანდრე თირქია

2024 წლის დეკემბერში საპროტესტო აქციაზე დაშავებული ალექსანდრე თირქია Facebook-ზე განცხადებას აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მის საქმეზე სახელმწიფო არ რეაგირებს.
იგი წერს, რომ დამნაშავე ჯერ კიდევ თავისუფალია და მას სახელმწიფოსგან არანაირი დაპირებული კომპენსაცია არ მიუღია.
„ვის უნდა მივმართო, როცა სამართალი ჩუმია?“ დამნაშავე დღემდე თავისუფალია.
მე კი ტრავმირებული დავდივარ — თავზე ძვლის გარეშე, ტკივილით, შიშით და უპასუხოდ.
დღემდე არცერთი უწყება არ შემხებია, არცერთი ხმა ხელისუფლებიდან, არცერთი დახმარება სახელმწიფოსგან.
სადაა კომპენსაცია, როცა ადამიანი ასეთ დღეშია მიყვანილი?
სადაა ზრუნვა, როცა მოქალაქეს სიცოცხლე დაუნგრიეს?
რატომ არავინ სვამს კითხვას — რატომ არ დაისაჯა დამნაშავე?
რატომ მე უნდა ვატარებდე შედეგებს, როცა სხვები პასუხისმგებლობას არ გრძნობენ?
სისტემა, რომელიც თვალებს ხუჭავს ტრაგედიაზე, თანდათან თავად ხდება თანამონაწილე. მე კი დღესაც ვდგავარ კითხვით — ვის მოვთხოვო პასუხი, როცა სამართალი დუმს?”, – წერს ალექსანდრე თირქია facebook-ზე.
22 წლის ალექსანდრე თირქია 3 დეკემბერს პარლამენტი წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაშავდა. სავარაუდოდ, მას თვალში მოხვდა სპეცრაზმელის მიერ ნასროლი გაზის კაფსულა. ის კლინიკაში შეიყვანეს სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლისა და თვალ-ბუდის მოტეხილობით, ასევე ტვინის გარსებში სისხლჩაქცევით. მას ოპერაცია დაუყოვნებლივ, ინგოროყვას კლინიკაში შეყვანისთანავე ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. 1 კვირა ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა.
ის აცხადებდა, რომ ოპერაციის დაფინანსებაზე სახელმწიფოსგან უარი მიიღო. საპასუხოდ „ქართული ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განცხადა, რომ ალექსანდრე თირქიას ოპერაციის დაფინანსებაზე უარი იმიტომ ეთქვა, რომ კლინიკამ შესაბამისი დოკუმენტაცია არასწორად ატვირთა.
მისი თქმით, როგორც კი კლინიკა „შეცდომას გამოასწორებდა“ და ალექსანდრე თირქიას დოკუმენტაციას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სწორად ატვირთავდა, მას ოპერაციის ხარჯებს აუნაზღაურებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა