დავით ხაჯიშვილი – რას აკეთებდა შს მინისტრი მაშინ, როცა სპეცრაზმი ახალგაზრდებს სცემდა? – რა პასუხი მოეთხოვათ სპეცრაზმელებს, პოლიციელებს, იმის გამო, რომ თავ-ყბა დაამტვრიეს ჩვენს თანამოქალაქეებს?

რას აკეთებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრი მაშინ, როდესაც სპეცრაზმი ჩვენს ახალგაზრდებს სცემდა? რა პასუხი მოეთხოვათ სპეცრაზმელებს, პოლიციელებს, იმის გამო, რომ თავ-ყბა დაამტვრიეს ჩვენს თანამოქალაქეებს? – ასე მიმართა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა“ დავით ხაჯიშვილმა შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს რომელსაც პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ.
ხაჯიშვილი დაინტერესდა, თუ რატომ სცემდნენ ჩვენს ახალგაზრდებს სპეცრაზმელები.
„რა თქმა უნდა, მთავარი კითხვები იქნება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ სცემდნენ პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენს ახალგაზრდებს სპეცრაზმელები? რას აკეთებდა ამ დროს მინისტრი? ამ ყველაფრის შემდეგ რა პასუხი მოეთხოვათ სპეცრაზმელებს, პოლიციელებს, იმის გამო, რომ თავ-ყბა დაამტვრიეს ჩვენს თანამოქალაქეებს?“ – განაცხადა დავით ხაჯიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.