დავით უსუფაშვილმა კომიტეტი პროტესტის ნიშნად დატოვა

დავით უსუფაშვილს რუსულ კანონთან დაკავშირებით ანრი ოხანაშვილმა პოზიციის დაფიქსირების საშუალება არ მისცა და სიტვყა გააწყვეტინა მაშინ, როდესაც ის კანონის მიზანთან დაკავშირებით კითხვას სვამდა.
„მეუხერხულება კიდეც კომენტარი – მე ხუთი წამიც არ მაცადა საუბარი, შემდეგ თავის კოლეგას წუთნახევარი მისცა და ბოლოში უთხრა, რომ გირთავთ მიკროფონს, თქვენც სხვა რამეზე საუბრობთო, ანუ სხვა რამეზე საუბარი ოპოზიციას 5 წამი შეუძლია ბატონი ანრის სტანდარტით და მის კოლეგას წუთნახევარი.
ჯერ არ გამოვუძევებივარ, კანდიდატი ვარ, ორი ყვითელი ბარათი მაქვს მიღებული, რადგან მისი აზრით, კითხვა იმის შესახებ, ეს კანონი ქვეყანას აახლოებს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ეს თურმე არ ეხება ამ კანონს,“ – ამბობს უსუფაშვილი.
დავით უსუფაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პროტესტის ნიშნად დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალვია გამოძიებას, ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძახებას, რათა ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა – მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ