დავით მორგოშია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს ნინო ენუქიძეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მხარეებმა სამინისტროებს შორის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრეს.
„ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის სახელოვნებო სასწავლებლებში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე.
შეხვედრას საქართველოს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ანი კიტია ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა, დემოკრატიული ძალები შეშინებულად გამოიყურებიან, აქციების ანონსიც გვეშინია – წასაშლელია პარტიული ხაზები, “ერთ პარტიად” გამოვაცხადოთ სამშობლო