დავით მათიკაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე – არაფრის გაწვევა არ არის საჭირო, ეს არის ევროპული კანონმდებლობა და ეხება მხოლოდ გამჭვირვალობას, მეტს არაფერს

არანაირი რუსული კანონი არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, არაფრის გაწვევა არ არის საჭირო.
„არანაირი რუსული კანონი არ არსებობს. არაფრის გაწვევა არ არის საჭირო. ეს არის ევროპული კანონმდებლობა, ეხება მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას და მეტს არაფერს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყო. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ლელო“ – პოლიტიკური შეხედულებების და სამოქალაქო პოზიციის გამო ადამიანებზე თავდასხმა რუსული ავტოკრატიული რეჟიმის ხერხებით სამოქალაქო უფლებების გათელვის და დაშინების მორიგ მცდელობას წარმოადგენს