დავით მათიკაშვილი – უზბეკეთში შეხვედრებისას მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, რომელიც უკავშირდება ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და პოლიტიკურ მხარდაჭერას

უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესახებ მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ“, – განაცხადა თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა უზბეკეთში ვიზიტის დროს.
მისივე თქმით, შეხვედრებზე უზბეკურმა მხარემ „შუა დერეფნის“ პროექტზე დაინტერესების ინიციატივა გამოხატა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, რომელიც უკავშირდება ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას, პოლიტიკურ მხარდაჭერას, ტურისტულ და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობას. ასევე, შეხვედრა შედგა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრს შორის, სადაც განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები. ისაუბრეს ასევე სამომავლო გეგმებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქართული, ასევე უზბეკური მხარისთვის“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ