დავით მათიკაშვილი – სტრატეგიული პარტნიორების, სხვა ერების და სახელმწიფოების გადასაწყვეტი არაა, ვის დაუჭერს ქართველი ხალხი მხარს არჩევნებში – პარტნიორები უნდა შეეგუონ და მოცემულობად მიიღონ გადაწყვეტილება, რომელსაც საზოგადოება გააკეთებს

არც სტრატეგიული პარტნიორების და საზღვრის მიღმა არც ერთი სხვა ერების თუ სახელმწიფოების გადასაწყვეტი არაა, როგორი იქნება სურათი საქართველოს პარლამენტში 2024 წლის ს შემდეგ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომ -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ოპოზიციასთან შეხვედრისას დაინტერესდა, თუ როგორ უყურებს ქართული ოპოზიცია კოალიციურ მმართველობის საკითხს.
მათიკაშვილის თქმით, მათი საქმე არ არის, როგორი იქნება არჩევნების შემდეგ ხელისუფლება.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა და ამის გაღრმავება, რომელსაც ძალიან თანმიმდევრულად ახორციელებს საქართველოს ხელისუფლება. რადიკალურად მეორე საკითხია ის, თუ ვის დაუჭერს ქართული საზოგადოება მხარს არჩევნებზე, როგორი იქნება საქართველოს პარლამენტი და შესაბამისად, ხელისუფლება არჩევნების შემდეგ. ეს არ არის არც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და ჩვენი საზღვრის მიღმა არსებული არც ერთი სხვა ერების თუ სახელმწიფოების გადასაწყვეტი, როგორი იქნება საბოლოო სურათი საქართველოს პარლამენტში 2024 წლის არჩევნების შემდეგ. რაც არ უნდა კეთილო სურვილები ამოძრავებდეთ და ღრმად ვარ დარწმუნებული, ასეთი სურვილი ამოძრავებთ, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ჩვენი საზოგადოება, ხელისუფლება იქნება კოალიციური, ერთიანი თუ რა სახის, ეს არის საზოგადოების გადასაწყვეტი, ამიტომ როგორც ქართული რეალობა, ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, მოცემულობად უნდა შეეგუონ და მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელსაც ქართული საზოგადოება გააკეთებს არჩევნებზე,“ – განაცხადა მათიკაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯოშუა ჰაკს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, „გირჩი – მეტის თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, ძირითადი დრო წინასაარჩევნო პერიოდზე საუბარს დაეთმო, ასევე ისაუბრეს კოალიციური მმართველობის საკითხზეც.
„ძირითადი დრო დაეთმო წინასაარჩევნო პერიოდზე საუბარს, არჩევნებს და არჩევნებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, კერძოდ, რა პრობლემებს ვხედავთ, როგორ ვაპირებთ, რომ გავუმკლავდეთ ამ პრობლემებს. ასევე, საუბარი იყო მომავალ კოალიციურ მმართველობაზე, რამდენად და როგორ ვუყურებთ ამ სიტუაციას. აინტერესებთ, რამდენად გაგვაჩნია თანამშრომლობის უნარი, გვერდიდან რომ უყურებენ, თვალწარმტაც შთაბეჭდილებას შეიძლება არ ტოვებდეს ის სურათი, რაც ოპოზიციაშია“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.