დავით გედენიძის მიმართ სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ დავით გედენიძის მიმართ, რომელიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრია, სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ კობა ჩაგუნავამ მიიღო.
ამ გადაწყვეტილებით გედენიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად არ იქნა ცნობილი და საქმის წარმოება შეწყდა.
გედენიძე 3 დეკემბერს, ბროსეს ქუჩაზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

“”ქართული ოცნების” 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ქართველ ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში 1.5 ლარზე მეტი უჯდება. ამ თანხით სკოლებში უფასო კვების პროგრამა დაფინანსდებოდა და პენსია 1 წლით 92 ლარით გაიზრდებოდა”