„ბრალდებულის მითითებით, მისსავე მასაჟის სალონში, დაზარალებული სექსუალურ მომსახურებას უწევდა მსურველებს, ხოლო არასრულწლოვანის სექსუალური ექსპლუატაციით გამომუშავებულ თანხას ბრალდებული ისაკუთრებდა და საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგავდა“, – წერია პროკურატურის პრესსამსახურის გავრცელებულ ცნობაში.
დაკავებულს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით:
· 143-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით – არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგი;
· 254-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით – პროსტიტუციის ხელშეწყობა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა.
კაცს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ფორუმი




