გურამ მაჭარაშვილი – 2024 წლიდან აუცილებლად გაგრძელდება პროვოკაციები, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია – რა თქმა უნდა, ჩვენც გავაგრძელებთ მხილებას!

2024 წლიდან აუცილებლად გაგრძელდება პროვოკაციები, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია – რა თქმა უნდა, ჩვენც გავაგრძელებთ მხილებას! – ეს განცხადება დღეს პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატმა “ხალხის ძალიდან” გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.
მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ „ხალხის ძალის“ სიმართლე გამარჯვებულია“.
„ჩვენ იმ ფუნქციის შესრულებას გავაგრძელებთ, რა ფუნქციამაც საქართველოს უახლოეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა.
„ხალხის ძალის“ სწორი პოლიტიკით, რასაც ობიექტურად ხელისუფლება ვერ გააკეთებდა, იქამდე მიგვიყვანა, რომ ქვეყანაში მშვიდობაც შევინარჩუნეთ და ამავდროულად, კანდიდატის სტატუსი მოვიპოვეთ. ამით ჩვენ დავადასტურეთ, რომ ჩვენი სიმართლე, რასაც ვამბობდით, არის გამარჯვებული.
საქართველოდან და უცხოეთიდან საქართველოს სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგ დეზინფორმაციის ომი იყო გამოცხადებული, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს. ჩვენ ფარად გამოვედით და ვთქვით, რომ ნებისმიერ ამ დეზინფორმაციას გადავთარგმნიდით, ხალხს სწორად მივაწვდიდით და ვეტყოდით, ვინ არის ამ დეზინფორმაციის ავტორი. კანდიდატის სტატუსი და გამარჯვება ამან მოიტანა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
უმრავლესობაში შემავალმა პოლიტიკურმა ჯგუფმა „ხალხის ძალა“ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ კანდიდატის სტატუსის თემამ, რომელიც “გლობალური ომის პარტიამ” ში ომის დაწყებიდან 4 დღეში საქართველოზე და მის ხელისუფლებაზე ზეწოლის გასაძლიერებლად მოიგონა, საბოლოოდ რევოლუციური აქტუალობა დაკარგა, რაც ქართველი ხალხის გონიერებისა და ხელისუფლების პრინციპულობის დამსახურებაა.
ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ მაღალი ალბათობით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ან დან რამდენიმე დღეში “გლობალური ომის პარტია” უზრუნველყოფს, რომ ევროკომისიამ გასცეს უარყოფითი რეკომენდაცია საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე, ხოლო თუ ოპოზიციამ დეკემბრის შუა რიცხვებამდე მცირე მუხტი მაინც შეინარჩუნა – ევროპულ საბჭოსაც ათქმევინებენ უარს მოლაპარაკებების გახსნაზე.