გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ

ოპოზიციური პარტია „ძლიერი საქართველოს“ წევრი, გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ მას თავს დაესხნენ. მისი თქმით, „TV პირველისთვის“ კომენტარის მიცემის შემდეგ მას მანქანით დაედევნა უცნობი პირი, რომელმაც მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
„ეს არ იყო შემთხვევით შეხვედრა, მას მიზანში ვყავდი ამოღებული – მკითხა, ხომ ვიყავი პოლიტიკოსი. ამ დროს გადმოვიდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, შეფურთხებაზე“, – უთხრა პოლიტიკოსმა „TV პირველს“ და დასძინა, რომ მას მუშტები დაარტყეს თავის არეშიც.
გროგოლ გეგელიამ შეძლო თავდამსხმელის ავტომობილის ნომრის დამახსოვრება. მისი თქმით, ეს ინფორმაცია მიაწოდა პოლიციას.
რადიო თავისუფლება ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან ელოდება პასუხს – კომენტარის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩერგოლეიშვილი – 26 მაისს, 15:00-16:00 საათიდან დაიწყება სხვადასხვა მარში, 19:00 საათზე კი პრეზიდენტი მიმართავს შეკრებილებს – დავალაგეთ ისიც, რა შეიძლება იყოს გეგმა „B“ და როგორ უზრუნველვყოთ, რომ პროვოკაციაზე არ წამოგვაგონ