გორში, კულტურისა და დასვენების პარკ „ახალბაღის“ ტერიტორიაზე მდებარე ხელოვნურ ტბაში ასაკოვანი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დილიდან მიმდინარეობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
„ინტერპრესნიუსის“ წყაროს ცნობით, მამაკაცის ცხედარი იდენტიფიცირებულია და იგი 70 წელს გადაცილებული პირია.
