გორში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის პოვნის თაობაზე განცხადებას ავრცელებს

გორში, ცაბაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის პოვნის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიება ამ ეტაპზე სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების გათვალისწინებით, მუხლი შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს.
„მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოში შევიდა შეტყობინება, გორში, ცაბაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის პოვნის შესახებ. ადგილზე დაუყოვნებლივ მობილიზებულ იქნა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ყველა შესაბამისი დანაყოფი.
მომხდარზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, გამოძიება ამ ეტაპზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების გათვალისწინებით, მუხლი შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.
აქვე მოგახსენებთ, რომ ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც თითქოს ცხედარს აღენიშნება ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებები, არის სიცრუე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და დაელოდონ საქმეზე მიმდინარე გამოძიების შედეგებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ