გორი 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების სამზადისშია – ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიება გორის სპორტის სასახლეში გაიმართა

გორი 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების სამზადისშია – ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიება გორის სპორტის სასახლეში გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სპორტსმენებთან ერთად, საპატიო სტუმრის სტატუსით საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შერაზ გასრი დაესწრო.
როგორც გორის მერიაში აცხადებენ, საფრანგეთის ელჩს ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მეგობრობისა და გორში სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა.
„ღონისძიების ფარგლებში სპორტის სასახლის ეზოში მოეწყო ცნობილი გორელი სპორტსმენების მონაწილეობით მასტერკლასები ოლიმპიურ სახეობებში: ძიუდოში, თავისუფალ ჭიდაობაში, კრივში, ძალოსნობაში, კალათბურთსა და ფეხბურთში.
მასტერკლასებთან ერთად, პატარა სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა ვიქტორინაში ოლიმპიური თამაშების შესახებ, ხოლო სპორტის ცნობილმა ოსტატებმა ისაუბრეს გორზე, როგორც, სპორტული წარმატებებით ცნობილ ქალაქზე.
ვიქტორინაში გამარჯვებულ პატარა სპორტსმენებს სპორტული ინვენტარი და წიგნები, სპორტსმენებმა და სპორტული ა(ა)იპ-ების წარმომადგენლებმა გადასცეს.
მაისურები, ბლოკნოტები და კალმები გამარჯვებულებს საფრანგეთის ელჩმაც გადასცა.
სპორტული ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით 2024 წლის ზაფხულში პარიზის ოლიმპიური თამაშების პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა.
გორელი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე 1972 წლიდან მონაწილეობენ.
დღემდე მათ სახელზე 3 ოქროს, 6 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედალია.
2024 წლის ოლიმპიადის საგზური ამ დროისათვის 2 გორელ სპორტსმენს აქვს მოპოვებული“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩიბურდანიძე: როგორც ქართველების ბრძოლამ დაასრულა რეალურად საბჭოთა კავშირი, ისე ასრულებს დღევანდელი საქართველო ძველ პოლიტიკას და ათამამებს ევროპას სრული სუვერენიტეტისთვის. საქართველო ფლაგმანია ამ ბრძოლაშიც

თორნიკე ნაროზაული: ხალხს აკა მორჩილაძის ან ხვიჩა კვარაცხელიას აზრის მოსმენა კი არ სურდათ, არამედ ის უნდოდათ, მათ აზრს დათანხმებულიყვნენ ეს ადამიანები- ამას ფანატიზმი ჰქვია, ბოლშევიკები სხვას არაფერს აკეთებდნენ