გონჩარენკო: აბსოლუტურად დაუჯერებელია, რომ საქართველო უკრაინისგან ითხოვს რაღაცას

უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო საქართველოს მთავრობის 11 მარტის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ზურაბ ადეიშვილისა და გიორგი ლორთქიფანიძის საქართველოსთვის გადაცემასა და ს თბილისთან ურთიერთობების დარეგულირებას ეხება.
ფორმულასთან საუბრისას გონჩარენკომ “აბსოლუტურად დაუჯერებელი” უწოდა საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნას და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება კრემლისთვის მუშაობს. მან თქვა, რომ “თუ საქართველოს მთავრობას სურს ასეთ ენაზე საუბარი, მაშინ მისგან ს გათავისუფლებას ითხოვს”.
“ჩემი პასუხი ძალიან ნათელია – აბსოლუტურად დაუჯერებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება ითხოვს უკრაინისგან რაღაცას. ს ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, უკრაინა ებრძვის რუსეთს და ერთადერთი იმედი საქართველოსთვის საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლებისა გახლავთ უკრაინის გამარჯვება და ამ სიტუაციაში საქართველოს მთავრობა რაღაცას ითხოვს არა რუსეთისგან, არამედ უკრაინისგან. ეს დაუჯერებელია, ეს კიდევ ერთხელ გვანახებს ვისთვის მუშაობს რეალურად საქართველოს მთავრობა – ეს არის კრემლი.
მე ვერ გეტყვით, რომ ვიღაცა ამას სერიოზულად აღიქვამს, სიშლეგესთან საქმე გვაქვს. მე პატივს ვცემ ლორთქიფანიძესა და ადეიშვილს და ყველა იმ ქართველს, ვინც იბრძვის უკრაინის არმიაში. ზოგი იცინის ამაზე, ზოგი აცხადებს, რომ ეს არის სიგიჟე, მაგრამ თუ საქართველოს მთავრობას სურს ასეთ ენაზე ილაპარაკოს, ვითხოვთ უკრაინელი მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. ამას ვითხოვთ ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისგან”, – თქვა გონჩარენკომ.
***
საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, “ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია”, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს ენმ-ს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც მთავრობა “დამნაშავეებს” უწოდებს და რომლებიც ამჟამად უკრაინაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.
ამის საპასუხოდ ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარემ, მ საქართველოსთან “ურთიერთობის ნორმალიზების” სამი პირობა დაასახელა, ეს პუნქტები გულისხმობს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტასა და რუსეთისთვის სანქციების არიდების ნაწილში დახმარების შეწყვეტას.