გომბორის უღელტეხილზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

გომბორის უღელტეხილზე 25 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ ღამით, ფოლკლორულ ღონისძიებაზე მოხდა.
ერთ – ერთი ვერსიით, ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა ახალგაზრდას ადგილზე დაწყებული კონფლიქტის დროს მიაყენა ჭრილობა და მიიმალა. თუმცა, რამ გამოიწვია მხარეებს შორის დაპირისპირება, უცნობია.
დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების განმარტებით, მას ცივი იარაღით ღვიძლი აქვს დაზიანებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: დაიჭერენ თუ მხოლოდ მოხსნას აკმარებენ ყოფილ დეპუტატ ზარდიაშვილს, რომელიც პარლამენტიდან გაშვების შემდეგ თბილ ადგილას გაამწესეს და რომელსაც, იურიდიული განათლების მქონე პირს, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა ეკეთებინა იქ?

Moby: ახლა აქ ვარ, თბილისში, სახლიდან ყველაზე შორს… უკრაინისგან რამდენიმე კილომეტრი გვაშორებს, რუსეთი გვესაზღვრება, ირანი რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ასე, რომ გეოპოლიტიკურად “ცხელი წერტილის“ შუაგულში ვართ