გლობალურმა ომის პარტიამ ახალი საჭადრაკო დაფა შემოიტანა – დიმიტრი ხუნდაძე

„ნაციონალურ მოძრაობა“ დღემდე ცდილობს, რომ ხელისუფლება დაიბრუნოს და თავისი ჩვეული დესტრუქციული, მავნებლური და სახიფათო პოლიტიკა გაატაროს“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მ განაცხადა. დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა რადიკალური ოპოზიციის მავნებლურ პოლიტიკაზე, რომელიც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული.
„ქართულ ოცნებას“, საზოგადოებასთან ერთად, ამის გამო ყველა მიმართულებით რთული გზის გავლა მოუწია – ეკონომიკური, პოლიტიკური და ა.შ. მიუხედავად სირთულეებისა (ეკონომიკური კრიზისი, კოვიდპანდემია, რუსეთ-უკრაინის ომი და ა.შ), ეკონომიკური წინსვლა სახეზეა – რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მიხედვით და მშვიდობაც მიღწეულია. მაგრამ, პრობლემა პრობლემად რჩება დესტრუქციული ოპოზიციის სახით და ისინი, თავის ლობისტებთან ერთად, ცდილობენ, რომ დაალაგონ ახალი სცენარი, რათა გონება და სახემიხდილი „ნაცმოძრაობის“ რეანიმაცია მოხდეს. ეს მცდელობები დაიწყო დიდი ხნის წინ.
ბოლო სცენარი ვითარდებოდა ისე, რომ ბატონი , როგორც ლიდერი, უნდა დაბლოკილიყო და დაშანტაჟებულიყო (დაყადაღებით, ოლიგარქად გამოცხადებით და ა.შ) და ის მიხეილ სააკაშვილს უნდა ჩაენაცვლებინა, როდესაც ის ლობისტების მხრიდან, გლობალური ომის პარტიის ხელშეწყობით, შემოიყვანეს. როდესაც, მათთვის მოულოდნელად, სააკაშვილი ციხეში გაიჭედა, ის სცენარი ვეღარ შედგა (თუმცა, სააკაშვილი ახლა არა ციხეში, არამედ – ოროთახიან ლუქს პალატაშია). შემდეგ დაიდგა „წამების“ სცენარი. ამ სქემის ნაწილი იყო საზოგადოებისა და ხელისუფლების გახლეჩის მცდელობა, როცა დეზინფორმაციის ტალღა წამოვიდა, რომ თითქოს ხელისუფლებას ევროპა არ სურდა.
ამის გამო საზოგადოება გამოიყვანეს მთავარ პოლიტიკურ მოედანზე. არადა, პირდაპირ კონსტიტუციაშია ევროკავშირთან დაკავშირებით გაწერილი, ეს ხაზი არ იცვლება და ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტიც ამაზე მეტყველებს. ეს სცენარიც არ გამოვიდა, ამიტომ, ახლა ახალი საჭადრაკო დაფა შემოიტანეს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვერცხლისწყალივით იყოფიან, ანუ – ადვილად სცილდებიან ერთმანეთს და ადვილად ერთდებიან. ახლა მათ სჭირდებათ რომ დაიქსაქსონ და როგორც სატყუარა, ისე წარედგინონ საზოგადოებას, იმ ახალი სცენარით, რომ თითქოს „ნაცმოძრაობასთან“ კავშირი არ აქვთ. ნაცების ამომრჩეველი ჯერ კიდევ 18-20%-ს შეადგენს (სააკაშვილი გათავისუფლდება თუ არა, ნაცებს მყარი 18-20% ამომრჩეველი მაინც ჰყავთ), „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი ყველა კვლევის თანახმად 60%-ია, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი კი 20%-ია, რომლებზე სანადიროდაც გამოუშვეს ის ვითომ „არანაცები“. მაგრამ, რა თქმა უნდა, ისინი ერთნი არიან. ეს ყველაფერი არის გლობალური ომის პარტიის მიერ შექმნილი სცენარი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
Next: იმის ნაცვლად, ბატონი ჯანაშია ს ოჯახის წევრების სწავლის დაფინანსების და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გაღებისთვის ციხეში იჯდეს, სამწუხაროდ, არის გარეთ და თავის ამომრჩეველს რევოლუციისკენ მოუწოდებს

ასევე დაგაინტერესებთ