გლდანის I მიკრორაიონის N1-1ა საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცე ეწყობა

გლდანის რაიონს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე შეემატება – შესაბამისი სამუშაოები გლდანის I მიკრორაიონის N1-1ა საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ დაიწყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული სამუშაოებისთვის, დაახლოებით, 300 000 ლარი დაიხარჯება.
პროექტს გლდანის რაიონის გამგეობა ახორციელებს.
„ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონა, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განხორციელდება გამწვანების სამუშაოები – დაიგება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”