გლდანის რაიონის ნაწილს 24 ნოემბერს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება

24 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონში, ხერგიანის ქუჩაზე მდებარე სატუმბო სადგურში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს 24 ნოემბერს დილის 10:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით 24 ნოემბერს დილის 10:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
გლდანის რაიონში: მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 მიკრორაიონებს, გიორგი წმინდას, ტიხონოვის, ხერგიანის, წინამძღვრიშვილის, მარჯანიშვილის, მიქატაძის, გულისაშვილის, მაისურაძისა და მებაღიშვილის ქუჩებს, თიანეთის გზატკეცილსა და სოფელ ბერბუბთანს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge

ასევე დაგაინტერესებთ