გიტანას ნაუსედა სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრისას ღრმა შეშფოთება გამოვთქვი მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომ შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებები, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა სოციალურ პლატოფრმა X-ზე წერს.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალის ნებისმიერი გამოყენება მიუღებელია.
„ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას და დემოკრატიულ ღირებულებებს. საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალის ნებისმიერი გამოყენება მიუღებელია. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მათ ევროპულ გზაზე!“ , – აცხადებს ლიეტუვის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!