გირაო შეუფარდეს პროსახელისუფლებო მედიისთვის ხელშეშლის ბრალდებით დაკავებულ 7-ვე ედემონსტრანტს

7 დემონსტრანტს, რომელთაც პროსახელისუფლებო ტელევიზიების, საზოგადოებრივი მაუწყებლის, „რუსთავი 2-ისა“ და „იმედის“ გადამღები ჯგუფების ხელშეშლის ბრალდებას უყენებენ, მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.
ბრალებულები არიან:
· გიორგი დუშენკო – ბრალდების თანახმად, რუსთავი ორის ჯგუფს ხელს უშლიდნენ – 3000 ლარი
· ინგა პაპუნაშვილი-გაბელაია – ბრალდების თანახმად, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ტვ პირველის ჟურნალისტს… 3000
· ვახტანგ გაბელაია – ბრალდების თანახმად, ძალადობით ხელი შეუშალეს ტვ იმედის ოპერატორს – 3000
· თამუნა კირთავა – ბრალდების თანახმად, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ტვ პირველის ჟურნალისტს… 3000
· მარია ოთინაშვილი – ბრალდების თანახმად, დროშას აფარებდა პირველი არხის კამერას – 3000
· ალექსანდრე ცნობილაძე – ბრალდების თანახმად, ძალადობით ხელი შეუშალა ტვ იმედის ოპერატორს – 3000
· ირაკლი წულაია – ბრალდების თანახმად, რუსთავი 2-ის ჯგუფს ხელს უშლიდა – 5000. გარდა ამ საქმეზე სისხლის სამართლის ბრალდებისა, წულაიას 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს „გზის გადაკეტვის“ საფუძვლით.
ვახტანგ გაბელაია და ინგა პაპუნაშვილი-გაბელაია ცოლ-ქმარია.
ბრალდებას არც ერთი არ ეთანხმება
პროკურატურის მტკიცებით, მათ 4 ოქტომბრის აქციაზე, ათონელის ქუჩის და მიმდებარე ტერიტორიაზე წიწაკის სპრეი შეასხეს და ფიზიკურად, „ძალადობის მუქარით“ შეუშალეს ხელი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, „იმედისა“ და „რუსთავი 2-ის“ გადამღებ ჯგუფებს.
პირველ ექვსეულს ბრალი ედება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაში – რაც ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, 2 წლამდე ვადით გამასწორებელ სამუშაოს ან ორ წლამდე შინაპატიმრობას.
ხოლო ირაკლი წულაიას ბრალად ედება „ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაში – ძალადობის მუქარით“, – რაც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურამ მათ ბრალი 23 ოქტომბერს წარუდგინა.
პროკურატურა განაცხადა, რომვიდეოჩანაწერები, მოწმეთა დაკითხვის ოქმები და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზები საკმარისია ბრალდების დასასაბუთებლად.
გირაო პროკურატურამ თავად მოითხოვა: „სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ქვეყანაში დაცული იყოს მედიასაშუალებების უფლებები და მათი უსაფრთხოება“, – თქვა პროკურორმა.
რაკლი წულაიას ადვოკატმა „მისი პოზიციით, მას განზრახული არ ჰქონია შეურაცხყოფა. ვერბალური სიტყვები, რაც გავრცელდა, იყო იმ მიზნით, რომ გამოეხატა კრიტიკული პოზიცია, რამდენიმე წამში ჟურნალისტი განაგრძობს მოვალეობის შესრულებას“
ადვოკატმა ლაშა ცუცუქირიძემ მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს.
თავად ირაკლი წულაიამ განაცხადა: „არ ვენდობი სასამართლოს სისტემას, იმდენი უსამართლო გადაწყვეტილება ვნახე. ხალხი ითხოვს სამართალს. არავის მოწყალება არ გვჭირდება. ჩვენ ვერავინ გაგვასამართლეს ისე, რომ შვილიშვილებმა არ იცოდნენ, რომ ტყუილუბრალოდ გაგვასამართლეს“.
„ჩვენ ვართ საქართველო და ხელებაწეული მოვიგებთ ამ ბრძოლას. 4 ოქტომბერს, როცა დავინახე, რა მოხდა, ვივარაუდე, რომ ეს სახელმწიფოს დაგეგმილი იყო. ჩავედი, რომ დამეცვა მოქალაქეები. დავინახე, რადიო თავისუფლების ჟურნალისტს როგორ ართმევდნენ ტელეფონს და იტაცებდნენ. ამოვიღე ტელეფონი და დავიწყე გადაღება და ამ დროს წამოვიდნენ სპეცრაზმელები და დამიწყეს ცემა. მე დაზარალებულად ვარ ცნობილი, სპეცრაზმელებმა მცემეს (ძველ ამბას იხსენებს) ერთი პოლიციელი არ არის დასჯილი“, – განაცხადა მან.
„დღეს აქ ახალგაზრდებს ასამართლებენ იმისთვის, რომ პროპაგანდისტულ მედიებს სიმართლეს ეუბნებიან პირში. ბატონ პროკურორს მოვუწოდებ, ნანახი აქვს თუ არა როგორ ართმევდა მიკროფონს ჟურნალისტ ემა გოგოხიას… აქვს თუ არა ნანახი როგორ ლანძღავს ჟურნალისტ გოგოებს? მაშინ დაგვისვან ეს ადამიანები გვერდით და გაგვასამართლონ ერთიანად. ხალხი ითხოვს უბრალოდ სამართალს. ჩვენ არავის მოწყალება არ გვჭირდება ქალბატონო მოსამართლე, ჩვენ ყველაფრისთვის სამშობლოსთვის მზად ვართ, მაგრამ ვითხოვთ სამართალს“, – თქვა ირაკლი წულაიამ.
ადვოკატმა შოთა თუთბერიძე ჩამოთვალა ჟურნალისტებზე ძალადობის შემთხვევები:
„ტელეფონი დაუმტვრიეს და წაართვეს პუბლიკას ჟურნალისტს. ალექსანდრე ქეშელაშვილს წაართვეს კამერა. „ფორმულას“ ჟურნალისტს სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა. OC Media-ს ჟურნალისტს დაუმტვრიეს კამერა“.
მოსამართლემ მას სიტყვა გააწყვეტინა, ახლა ეგ საკითხი არ იხილებაო – მოსამართლემ მისცა ადვოკატს შესაძლებლობა, ისაუბრობს ნაცემ და დაშავებულ ჟურნალისტებზე, რომელთა საქმეებზეც ამ დრომდე ერთი ადამიანიც კი არ არის დასჯილი.
თუმცა იგივე საკითხი გაშალა ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმაც და განაცხადა:
„ეს პროცესი სასაცილოა იმიტომ, რომ ყველაზე აღმაშფოთებელი შემთხვევები ვნახეთ. ჩვენ ვნახეთ პირდაპირ ეთერში გურამ როგავას კასტეტით მიაყენა ისეთი ფიზიკური შეურაცხყოფა, რომ ძლივს გადაარჩინეს, ჩვენ ვნახეთ პირაპირ ეთერში მაკა ჩიხლაძეს და მის ოპერატორს 10-ზე მეტმა „ტიტუშკამ“ როგორ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა… და პროკურორი როდესაც ამბობს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება მნიშვნელოვანი უნდ აიყოს რადგან მედიის უფლებები იყის დაცული, არის ძალიან სასაცილო“.
წინასასამართლოს ხდომა დაინიშნა 2025 წლის 10 დეკემბერს, 16:00 საათზე.
ფორუმი