ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, გიორგი შაიშმელაშვილი სუს-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებას და მამუკა მდინარაძუს უწყებაში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
სუს-ის გამოძიების ხარისხზე და მიუკერძოებლობაზე არაფერი მეტყველებს ისე კარგად, როგორც ის ფაქტი რომ 4 ოქტომბერთან ვითომ დაკავშირებული რაღაც იარაღის და ტროტილის საქმის “შემკვეთი” მაშინ “აღმოაჩინეს” როცა ის BBC -ზე მთელმა მსოფლიომ ნახა”- წერს შაიშმელაშვილი.
მამუკა მდინარაძის უწყება ირწმუნება, რომ აქციაზე ხალხის წინააღმდეგ ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი გამოიყენეს, რომლის პრომილენ გლიკოლის ხსნარში იყო გახსნილი.




