ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად გაუქმდება უვიზო მიმოსვლა. ჩვენ თუ გამოვალთ ძალიან დიდი რაოდენობით, მზად ვიქნებით ყველაფრის ფასად დავიცვათ მიღწევა [ვიზალიბერალიზაცია], რაც გვეკუთვნის, არავინ არაფერს გააუქმებს, – ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ქართული პროტესტი რამხელაც არ უნდა იყოს, უნდა გარდავქმნათ ევროპულ პროტესტში, რათა ევროპელებმა დაინახონ, რომ „ქართველებს შანსი აქვთ, დაამარცხონ ივანიშვილის დიქტატურა“.
„31 აგვისტოს არ უნდა დაელოდოს ხალხი იმის იმედით, რომ „ქართული ოცნება“ რაიმეს გააკეთებს, რათა უვიზო მიმოსვლა გადაარჩინოს. პირიქით, ვფიქრობ, „ქართულ ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ასე მოხდეს. ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად გაუქმდება უვიზო მიმოსვლა. ჩვენ თუ გამოვალთ ძალიან დიდი რაოდენობით, მზად ვიქნებით ყველაფრის ფასად დავიცვათ ეს მიღწევა, რაც ჩვენ გვეკუთვნის, არავინ არაფერს გააუქმებს. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ ევროპულ ერს მსგავსი რამ რომ გაუბედოს ხელისუფლებამ, ჯიბიდან ამოაცალოს ამ მასშტაბის სიკეთე კი არა, 10 ცენტით რომ გაძვირდა ბენზინი საფრანგეთში, იმის გამო რომ ხელისუფლება გადასახადს წევდა, პარიზის ქუჩებში ხდება ის, რაც არაერთხელ გვინახავს.თუ გვინდა ევროპული ერების ოჯახში ვიყოთ, ისიც ჩვენი ვალდებულებაა, რომ ასეთი თავხედობა არ გავუტაროთ ივანიშვილს, მას არ მივცეთ საშუალება დიქტატორი გახდეს. როდესაც ასეთი ხელშესახებ სიკეთეს გართმევენ, პასუხი უნდა გავცეთ. ეს არის ევროპული ერობა. ქართული პროტესტი რამხელაც არ უნდა იყოს, უნდა გარდავქმნათ ევროპულ პროტესტში, რათა ევროპელებმა დაინახონ, რომ ქართველებს შანსი აქვთ დაამარცხონ ივანიშვილის დიქტატურა. ეს თუ არ დაინახეს, ყველაფერი გაუქმდება. იცით, ბელარუსები რა კარგი ხალხია, ქართველებზე უფრო კანონმორჩილები არიან, ჰუმანურები, მაგრამ მათ ვერ მიიღეს ან დაკარგეს ევროპული სიკეთე, რათა ვერ იცავენ საკუთარ თავისუფლებას. თუ ქართველები ვერ დაიცავენ საკუთარ თავისუფლებას, დაკარგავენ ყველაფერს, რომელიც თავისუფალი სამყაროდან მოდის“,- აღნიშნა რუხაძემ.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ უვიზო მიმოსვლა შეჩერებული აქვს და ახლა რასაც ვხედავთ, დანარჩენი მოქალაქეების დასჯის მცდელობაა. „ქართულ ოცნებას უვიზო მიმოსვლა შეჩერებული აქვს: მაღალჩინოსნები, სამსახურებრივი პასპორტის მქონეები, დიპლომატიური პასპორტის მფლობელები – მათთვის უვიზო მიმოსვლა გაჩერებულია, ახლა რასაც ვხედავთ, დანარჩენი მოქალაქეების დასჯის მცდელობაა. გასაგებია, რომ ევროკავშირს არ უნდა ქართველი ხალხი დასაჯოს, მინიმუმ ის ხალხი, რომელიც იბრძვის დემოკრატიისთვის, თუმცა, კონტრაქტი ევროკავშირს ქართველ ხალხთან ხომ არ აქვს?! მას სახელმწიფოსთან აქვს, ეს სახელმწიფო კლასიკური გაგებით სახელმწიფო აღარ არის, მით უმეტეს დემოკრატიული. საქართველო დღეს არის ივანიშვილის ხელში რეპრესიის მექანიზმი. ამ ტიპის სახელმწიფოსთან რანაირად შეიძლება გაგრძელდეს უვიზო მიმოსვლა დიდი ხნის განმავლობაში“,- აღნიშნა რუხაძემ.
როგორც რუხაძემ განაცხადა, „ქართულ ოცნებაში“ ძალიან კარგად იციან, რომ: „კაცი კაცია“, „ქალი ქალია“ „ომში ითრევენ“ სისულეა, ამ პროპაგანდას იმისთვის იყენებენ, რომ ივანიშვილს შეუნარჩუნონ ძალაუფლება.
„მათ ყველაზე კარგად იციან: „კაცი კაცია“, „ქალი ქალია“, „ ომში ითრევენ“ არის სისულელე. ამ პროპაგანდას იყენებენ, რომ ძალაუფლება შეუნარჩუნონ ივანიშვილს. ამაზე მეტი უნამუსობა რა შეიძლება იყოს?! მინდა, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს ვუთხრა: იქნება კობახიძე უკვე ქალად არის გადაკეთებული?! 10 წელი გერმანიაში ცხოვრობდა… თმას შეხედავ ქალს გავს, სახეზე ზედმეტად თეთრია….“,- აღნიშნა რუხაძემ.
