შთაბეჭდილება მრჩება, რომ სალომე ზურაბიშვილის ამოცანა არის, “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში დააბრუნოს და ამ გზაზე მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასაც არ გამოვრიცხავ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს კარგად უნდა ჰქონდეს გათვითცნობიერებული თუ რა მძიმე პოლიტიკური ტვირთი იქნება მისთვის, თუკი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს შეიწყალებს.
როგორც კახიანი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად “არაერთი სპექტაკლი ვიხილეთ”.
“პრეზიდენტის დესტრუქციული მოქმედებებიდან გამომდინარე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მისი ამოცანა არის, “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში დააბრუნოს და ამ გზაზე მისი მხრიდან უკვე არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასაც, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს გათვითცნობიერებული, რა მძიმე პოლიტიკური ტვირთი იქნება ეს მისთვის,” – განაცხადა კახიანმა.
მისივე თქმით, “ანტიდასავლურ განწყობებს ბევრი რამ შეიძლება აღვივებდეს, მაგალითად, ისეთი განცხადებები, როდესაც ჩვენ ევროპიდან ვისმენთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოფილა ლამის დემოკრატიის სიმბოლო”.
“ბუნებრივია, საზოგადოების დიდ ნაწილში, ვინც იცის რეალურად მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა თუ როგორი კვალი დაატყო ჩვენ ქვეყანას, ასეთი განცხადებები უარყოფით რეაქციას იწვევს,” – აღნიშნა კახიანმა.