გიორგი კალანდარიშვილი – ცესკო სრულ ღიაობას აცხადებს, ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფის მიზნით – პასუხი გაცემულია ყველა მანიპულაციასა თუ სპეკულაციასთან მიმართებაში, რომელიც გასულ წლებში ცესკოსთან მიმართებით არსებობდა

სამართლიანობის და თავისუფალი ს ერთ-ერთი წინაპირობა გამჭვირვალე, საჯარო საქმიანობა გახლავთ და ამ მიმართულებით ინსტიტუცია უკვე მრავალი წელია სრულ ღიაობას აცხადებს არამხოლოდ აქტივობებთან ხელმისაწვდომობის მიმართულებით, არამედ ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, – ამის შესახებ ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა -ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას.
მისი თქმით, აღნიშნული გამოხატულია შესაბამისი სამუშაო პლატფორმების შექმნით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით და სხვა იმ ღონისძიებებით, რომელიც პასუხობს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.
„სამართლიანობის და თავისუფალი არჩევნების ერთ-ერთი წინაპირობა გამჭვირვალე, საჯარო საქმიანობა გახლავთ და ამ მიმართულებით ინსტიტუცია უკვე მრავალი წელია სრულ ღიაობას აცხადებს არამხოლოდ აქტივობებთან ხელმისაწვდომობის მიმართულებით, არამედ ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფის მიზნით. ეს გამოხატულია შესაბამისი სამუშაო პლატფორმების შექმნით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით და სხვა იმ ღონისძიებებით, რომელიც პასუხობს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. ასევე, ემსახურება იმას, რომ კენჭისყრის დღე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით იქნას ადმინისტრირებული, რასაც ასევე ხაზს უსვამს ამერიკის ელჩის რამდენიმე დღის წინ გაკეთებული შეფასება საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან და მის გუნდთან მიმართებაში. ამას ასევე ხაზს უსვამს ეუთოოდირის წინასაარჩევნო შუალედური ანგარიში, რაც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. აქ ხაზგასმითაა აღნიშნული ტექნიკური, პროფესიული მიმართულებით მზაობა, გამჭვირვალობა, ინსტიტუციის მხრიდან ღიაობა და ის გადადგმული ნაბიჯები, რასაც ინსტიტუცია იმისთვის ახორციელებს, რომ პროცესები ინკლუზიური, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი იყოს და ეს ყველაფერი განსაკუთრებით კენჭისყრის დღესთან მიმართებაში, როდესაც ტექნოლოგიური ინტერვენციის ჭრილში, ფაქტობრივად, პასუხი გაცემულია ყველა მანიპულაციასა თუ სპეკულაციასთან მიმართებაში, რომელიც გასულ წლებში ცესკოსთან მიმართებით არსებობდა“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში არჩევნებს „ახლოდან დააკვირდება“.
„გვსურს, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს და მომავალ დღეებში ახლოდან დავაკვირდებით“, – განაცხადა მილერმა.