გიორგი კალანდარიშვილი – გვესმის განცხადებები პროვოკაციებთან დაკავშირებით – ჩვენ შსს-სთან გვექნება მჭიდრო კოორდინაცია, რათა არცერთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას არ ჰქონდეს ადგილი

გვესმის განცხადებები პროვოკაციებთან დაკავშირებით – ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გვექნება მჭიდრო კოორდინაცია და თანამშრომლობა, რათა არც ერთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას არ ჰქონდეს ადგილი, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, -მ ს უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მემორანდუმი გააფორმა.
„სამწუხაროდ, ჩვენც გვესმის ასეთი ტიპის განცხადებები [პროვოკაციებთან დაკავშირებით], თუმცა როგორც იცით, კანონმდებლობა განსაზღვრავს როგორც საარჩევნო უბნის შიგნით, ასევე მის გარეთ გარკვეულ რეგულაციებს, ისევე როგორც უწყებებს შორის კომპეტენციის ფარგლებს. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ, ს უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით, რამდენიმე კვირის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მემორანდუმი გავაფორმეთ. ჩვენ გვექნება მჭიდრო კოორდინაცია და თანამშრომლობა, რათა არც ერთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას არ ჰქონდეს ადგილი – როგორც მინიმუმ იყოს პრევენცირებული, ან ასეთის არსებობის შემთხვევაში, განხორციელდეს კანონით გათვალისწინებული ზომები, რათა არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას არ შეექმნას საფრთხე,“ – განაცხადა კალანდარიშვილმა.