: შსს-ს განცხადება ემსახურებოდა იმას, რომ ხალხი არ მოსულიყო, ხალხი აქ არის – ჩვენ ერთიანები ვართ და სამშობლოს ვიცავთ, რაც უფრო მეტია პროტესტი, მით უფრო სწრაფად დავასრულებთ რეჟიმს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ემსახურებოდა იმას, რომ აქ ხალხი არ მოსულიყო – ხალხი აქ არის და კიდევ ბევრი მოდის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განაცხადა, სადაც მოქალაქეები იკრიბებიან.

მისი თქმით, „რაც უფრო მეტია პროტესტი და ერთიანობა მით უფრო სწრაფად დასრულდება რეჟიმი.“

„შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ემსახურებოდა იმას, რომ აქ ხალხი არ მოსულიყო – ხალხი აქ არის და კიდევ ბევრი მოდის. მთავარია, რომ ჩვენ ერთიანები ვართ და ჩვენს სამშობლოს ვიცავთ. რაც უფრო მეტია პროტესტი და ერთიანობა, მით უფრო სწრაფად დავასრულებთ ამ რეჟიმს და ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ საქართველომ დემოკრატიული განვითარების გზა გააგრძელოს“, – განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, ელოდება თუ არა დღევანდელ აქციაზე აქციის მონაწილეების დაკავებას, ვაშაძემ უპასუხა, რომ „რეჟიმისგან, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საპოლიციო ძალებზე დგას, ყველაფერი მოსალოდნელია“.

„მეტი რა აქვთ დარჩენილი – ქუჩაში ვერ დგანან, ხალხში ვერ გამოდიან, ვერსად ვერ დადიან, კაბინეტებში არიან გამოკეტილი და საპოლიციო ძალების ძალადობის ზურგს უკან არიან ამოფარებული“, – განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე