გიორგი ვაშაძე – სადმე მოისმინეთ პასუხი, რატომ არის რეგიონში ყველაზე ძვირი ფასები საქართველოში? – არც გერმანია, არც უკრაინა და არც ბრიუსელი არ არის დამნაშავე იმაში, რომ ქვეყანაში ასეთი სიღარიბეა

თქვენ სადმე მოისმინეთ პასუხი [ირაკლი] კობახიძის მხრიდან მაგალითად, ან [მამუკა] მდინარაძის მხრიდან, რატომ არის რეგიონში ყველაზე ძვირი ფასები საქართველოში? – არც გერმანია, არც და არც ბრიუსელი არ არის დამნაშავე იმაში, რომ ასეთი სიღარიბეა ქვეყანაში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, „ამაში [ქვეყნის სიღარიბეში], დამნაშავე მხოლოდ ივანიშვილის პარტიაა“.
„თქვენ მოისმინეთ პასუხი სადმე კობახიძის მხრიდან მაგალითად ან კობახიძის მხრიდან, რატომ არის რეგიონში ყველაზე ძვირი ფასები საქართველოში? პური რატომ ღირს უფრო ძვირი? საწვავი რატომ? რატომ ღირს ნებისმიერი პროდუქტი ასე ძვირი, არ გაინტერესებთ? თქვენ ხომ ამ ქვეყანაში ცხოვრობთ? მე მაინტერესებს და ვსვამ კითხვებს. მაქვს უფლება, რომ დავსვა ეს კითხვა. რა, მიკრძალავთ? მოდი, ჯერ პასუხი გამცენ ახალგაზრდა ადამიანები ოჯახებს რომ ვერ ქმნიან ქვეყანაში ამ გაჭირვების გამო, დემოგრაფიული კატასტროფა რომაა და რამის ერის გენოციდი მოაწყვეს“, – განაცხადა ვაშაძემ.
გარდა ამ საკითხისა, კითხვაზე, უნდა გადმოეცეს თუ არა საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი, ვაშაძემ აღნიშნა, რომ ის ხედავს, რომ „გერმანიას და სხვა ქვეყნებს, რაღაცა დიპლომატიური სკანდალებით მიმართავს ივანიშვილის პარტია“.
„ხალხო, არც გერმანია, არც უკრაინა და არც ბრიუსელი არ არის დამნაშავე იმაში, რომ ასეთი სიღარიბეა ქვეყანაში. ამაში დამნაშავე მხოლოდ ივანიშვილის პარტიაა. [ემიგრანტები] უნდა დავაბრუნოთ ქვეყანაში და არ უნდა შევუქმნათ ისეთი გარემო, რომ თავშესაფარს, მათ შორის, პოლიტიკურს, ათობით ათასი ადამიანი გერმანიაში და სხვა ქვეყნებში ითხოვდეს. ვხედავ, რომ გერმანიას და სხვა ქვეყნებს რაღაცა დიპლომატიური სკანდალებით მიმართავს ივანიშვილს პარტია. მთავარი დიპლომატიური სკანდალია, რატომ უწევს ხალხს პოლიტიკური თუ სხვადასხვა თავშესაფრის ძიება ევროკავშირის ქვეყნებში“, – განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ