– მოძალადე რეჟიმი საკუთარი მოქალაქეების დაშინებას ცდილობს – მივმართავ მათ: ეს თქვენ უნდა გეშინოდეთ ქართველი ხალხის!

მოძალადე რეჟიმი საკუთარი მოქალაქეების დაშინებას ცდილობს – მივმართავ მათ: ეს თქვენ უნდა გეშინოდეთ ქართველი ხალხის! საქართველო არსებობს ქართველი ხალხისთვის და არა ივანიშვილისთვის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, ახლა დროა ქვეყნის პატრიოტებმა გადამწყვეტი სიტყვა თქვან თავისუფლებისა და დემოკრატიის გადარჩენისთვის ბრძოლაში.
„სამწუხაროდ, დადგა ის მომენტი, რაზეც ვაფრთხილებდით ჩვენს მოქალაქეებს. „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ბოლომდე რუსეთად გადააქციოს საქართველო. ე.წ. ხელისუფლებამ „თბილისი მოლთან“ გამართული მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მათ შორის არიან დიმიტრი ბიძინაშვილი, გიგი უგულავა და სხვა პატრიოტები, რომლებიც ქვეყნის მომავალს იცავენ და საკუთარ აზრს გამოხატავენ.
მეგობრებო, ახლა დროა, საზოგადოებამ, ამ ქვეყნის ნამდვილმა პატრიოტებმა, გადამწყვეტი სიტყვა ვთქვათ თავისუფლებისა და დემოკრატიის გადარჩენისთვის ბრძოლაში. მოძალადე რეჟიმი საკუთარი მოქალაქეების დაშინებას ცდილობს.
მივმართავ მათ: ეს თქვენ უნდა გეშინოდეთ ქართველი ხალხის! საქართველო არსებობს ქართველი ხალხისთვის და არა ივანიშვილისთვის.
სოლიდარობა ყველა უკანონო პატიმარს! ბრძოლა გრძელდება! ახლა მთავარია ერთიანობა და უწყვეტი პროტესტი“, – აცხადებს ვაშაძე.
ცნობისთვის, „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე დაკავებულ 8 პირს, რომლებიც თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებული, ბრალდება შეეცვალათ. კერძოდ, აღნიშნულ პირებს გამოძიება ამჯერად, სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს ედავება. გამოძიება მათ წინააღმდეგ, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. დაკავებულებს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 8 პირს შორის ორი – გიგი უგულავასა და დიმიტრი ბიძინაშვილი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსია.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე