– მონიტორინგის კომიტეტის დასკვნაში 3 მნიშვნელოვანი პუნქტია: აპრილამდე დაინიშნოს ახალი , გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, მიეცეს პასუხისგებაში ის სამართალდამცავები, ვინც ფიზიკურად გაუსწორდა დემონსტრანტებს

სტრასბურგში კენჭი ეყრება საბოლოო რედაქციას, იმ დასკვნის, რომელიც მონიტორინგის კომიტეტმა მოამზადა საქართველოსთან მიმართებაში – ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდეს პოზიციას, რომელიც ქართველი ხალხის ნებას ასახავს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, PACE-ის მონიტორინგის კომიტეტის ასამბლეის დასკვნაში, საუბარია სამ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორებიცაა: აპრილამდე ახალი არჩევნების დანიშვნა, დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება და აქციის მონაწილეებზე განხორციელებულ ძალადობაზე, სამართალდამცველთა პასუხისგებაში მიცემა.
„სტრასბურგში, კენჭი ეყრება საბოლოო რედაქციას, იმ დასკვნის, რომელიც მონიტორინგის კომიტეტმა მოამზადა საქართველოსთან მიმართებაში. როგორც იცით, სამი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია დასკვნაში შესული – რომ აპრილამდე უნდა დაინიშნოს ახალი , რომ აპრილამდე უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და აპრილამდე უნდა მიეცეს პასუხისგებაში ის სამართალდამცავები, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს. შესაბამისად დღეს საბოლოო გადაწყვეტილებას ველოდებით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდეს პოზიციას, რომელიც ქართველი ხალხის ნებას ასახავს და აუცილებლად ერთიანი ძალისხმევით გავიმარჯვებთ, ველოდებით საბოლოო შედეგს, რომელიც დღეს საღამოს იქნება ცნობილი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე