გიორგი ვაშაძე – მარტო ჩაიკეტნენ იმისთვის, რომ აღასრულონ მოღალატეობრივი აქტი, რომელიც ივანიშვილმა დაავალა! – ერი და ბერი ერთიანია, ყველა აქციაზე!

მარტო ჩაიკეტნენ იმისთვის, რომ აღასრულონ მოღალატეობრივი აქტი, რომელიც ივანიშვილმა დაავალა! – ერი და ბერი ერთიანია, ყველა აქციაზე! – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, მ ჟურნალისტებთან მას შემდეგ განაცხადა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, მას სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, „ბოლო წუთები დარჩა რეჟიმს, რომელსაც უნდა ბიძინას სამეფოდ აქციოს ეს ქვეყანა“.
„ბიძინას დასასრული მოვიდა. ხალხი, ერი, ბერი ერთიანია. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯოთ. მარტო ჩაიკეტნენ იმისთვის, რომ აღასრულონ მოღალატეობრივი აქტი, რომელიც ივანიშვილმა დაავალა! საქართველოში ავტორიტარიზმი არასდროს იქნება, თავისუფალ, ქართველ ერს ვერავინ დაუპირისპირდება. ჩვენს ერთიანობას ეს ნაძირალები, მოღალატეები ვერასდროს გახლეჩენ. ერი და ბერი ერთიანია, ყველა აქციაზე! ხალხო, ბოლო წუთები დარჩა რეჟიმს, რომელსაც უნდა ბიძინას სამეფოდ აქციოს ეს ქვეყანა. ჩვენ ევროპული პერსპექტივა გვინდა“,-აღნიშნა ვაშაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარული სხდომაზე, სადაც დეპუტატები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით იხილავენ, უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრების დაპირისპირების გამო დროებით შეწყდა და ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.
უმრავლესობის წევრების გამოსვლისას ოპოზიციონერი დეპუტატები სკანდირებდნენ „არა, რუსულ კანონს!“ „ყველა არის ქვეყნის მოღალატე“; „პასუხს აგებთ!“ ისინი ასევე, პროტესტს მაგიდაზე ხელისა და წიგნის დაბრახუნებით გამოხატავდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩიბურდანიძე: როგორც ქართველების ბრძოლამ დაასრულა რეალურად საბჭოთა კავშირი, ისე ასრულებს დღევანდელი საქართველო ძველ პოლიტიკას და ათამამებს ევროპას სრული სუვერენიტეტისთვის. საქართველო ფლაგმანია ამ ბრძოლაშიც

თორნიკე ნაროზაული: ხალხს აკა მორჩილაძის ან ხვიჩა კვარაცხელიას აზრის მოსმენა კი არ სურდათ, არამედ ის უნდოდათ, მათ აზრს დათანხმებულიყვნენ ეს ადამიანები- ამას ფანატიზმი ჰქვია, ბოლშევიკები სხვას არაფერს აკეთებდნენ