გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – ვიღებ შემოთავაზებას და საქმიანად ხვალ გიპასუხებ – საცობები არაკომპეტენტურობისა და არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგია

ვიღებ შემოთავაზებას და საქმიანად ხვალ გიპასუხებ, მანამდე გეტყვი, რომ საცობები არაკომპეტენტურობისა და არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგია და 600 ათასი ავტომობილი არც არის ქალაქში, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას, რომ გიორგი ვაშაძე სატრანსპორტო პოლიტიკას არ იცნობს.
როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ვაშაძე კალაძის გამოწვევას იღებს და საქმიანი პასუხისთვის მზად არის.
გიორგი ვაშაძის თქმით, ევროპის დედაქალაქებში 2-ჯერ მეტი ტრანსპორტი გადაადგილდება, თუმცა სატრანსპორტო კოლაფსი არ იქმნება.
„კახი, ახლა გზაში ვარ, მივემგზავრები -ში, ვაშინგტონის უსაფრთხოების ფორუმზე, ხმაც ცუდად ისმის თვითმფრინავში. ვიღებ შემოთავაზებას და საქმიანად ხვალ გიპასუხებ, მანამდე კი გეტყვი, რომ საცობები არაკომპეტენტურობისა და არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგია და 600 ათასი ავტომობილი არც არის ქალაქში. ევროპის დედაქალაქებში ამაზე 2-ჯერ მეტი ტრანსპორტი გადაადგილდება და დღეში საშუალოდ ცხოვრების 3 საათს საცობში არავინ ატარებს!“, – განაცხადა ვაშაძემ.