ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე – ეს არის ფუნდამენტურად ახალი ეტაპი ჩვენს ბრძოლაში – ფაქტობრივად, არალეგიტიმურად იქნა ცნობილი „ქართული ოცნება“

ეს არის ფუნდამენტურად ახალი ეტაპი ჩვენს ბრძოლაში – დღევანდელი დოკუმენტი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ფაქტობრივად, არალეგიტიმურად იქნა ცნობილი „ქართული ოცნება“, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.
როგორც გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ასამბლეის გადაწყვეტილება გადამდები იქნება ყველა საერთაშორისო ინსტიტუტისა და მეგობარი ქვეყნისათვის და ისინი დაიწყებენ ამ პრეცედენტის გამოყენებას ახალი არჩევნების მოსათხოვნად.
„როცა აქ ხარ, ნამდვილად არ გვსიამოვნებს, საქართველოზე ასეთი დოკუმენტები რომ მიიღება, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ აქამდე მიიყვანა საქმე, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა საქართველოს დელეგაციის საერთოდ არსებობაც. სრულიად ევროპამ მიიღო ძალიან კონკრეტული და მკაფიო დოკუმენტი: პირველ აპრილამდე უნდა დაინიშნოს არჩევნების თარიღი, აპრილამდე უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი, აპრილამდე გამოძიება სამართალდამცველი უწყებების მხრიდან, ვინც თავპირი დაამტვრია ხალხს, ამის გამოძიება უნდა მოხდეს. ასევე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის უკან გატანა.
აპრილამდე „ქართულ ოცნებას“ ფაქტობრივად უფლებამოსილება ეზღუდება, ვერსად ვერ წარმოადგენს „ქართული ოცნება“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ვერ იქნება ვერცერთ დელეგაციაში, ვერცერთ სადამკვირვებლო მისიაში, ვერანაირ ფორმატში ვერ მიიღებს მონაწილეობას. თუ აპრილამდე ამ ყველაფერს არ გააკეთებს „ქართული ოცნება“, მას საერთოდ შეუჩერდება წარმომადგენლობა, სანამ ლეგიტიმური ხელისუფლება არ იქნება მოვა, რომელიც საქართველოს წარმოადგენს აქ.
აპრილის შემდეგ „ქართული ოცნების“ ადგილი აქ არ იქნება და საქართველო დაუბრუნდება მხოლოდ მას შემდეგ, როცა ლეგიტიმური ხელისუფლება ეყოლება. დღევანდელი დოკუმენტი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ფაქტობრივად არალეგიტიმურად იქნა ცნობილი „ქართული ოცნება“. პირველი საერთაშორისო და ოფიციალური დოკუმენტია, რომელიც მკაფიოდ ამბობს, რომ ახლიდან უნდა ჩატარდეს. ეს იქნება გადამდები, ეს იქნება არაღიარების პოლიტიკიდან სრულიად ახალ ეტაპზე გადასვლა. ყველა საერთაშორისო ინსტიტუცია და მეგობარი ქვეყანა დაიწყებს ამ პრეცედენტის გამოყენებას და მოთხოვნის წაყენებას „ქართულ ოცნებასთან” რომ დაინიშნოს ახალი “, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე