გიორგი ვაშაძე ბრიტანელ დეპუტატს ჯეიმს მაკლერს შეხვდა, რომელმაც ბრიტანეთის პარლამენტში ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე ბრიტანეთის პარლამენტის წევრს ჯეიმს მაკლერს შეხვდა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე პროცესები და ივანიშვილის სანქცირების საკითხი იყო.
„როგორც ბრიტანელი პოლიტიკოსი აღნიშნავს, როგორც – ასევე ბრიტანეთის მხრიდან უნდა გადაიდგას მკაფიო ნაბიჯები ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.
ჯეიმს მაკლერი არის ბრიტანელი დეპუტატი, რომელმაც გასულ კვირას პარლამენტს ს დასანქცირების მოთხოვნით მიმართა, ამ ინიციატივას კი ბრიტანეთის 20-მდე დეპუტატი შეუერთდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა ლონდონში, ბრიტანეთის პარლამენტის წევრთან და საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდამჭერთან ბატონ ჯეიმს მაკლერთან.
საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს, არალეგიტიმური და თვითგამოცხადებული მთავრობის წევრების სანქციების საკითხს. ჯეიმს მაკლერი არის პოლიტიკოსი, რომელმაც გასულ კვირას დააყენა ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხი ბრიტანეთის პარლამენტში, რომელსაც 20-მდე დეპუტატი უერთდება.
ის თვლის, რომ როგორც აშშ/მ ასევე ბრიტანეთმა მკაფიო და მკაცრი ნაბიჯები უნდა გადადგას ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს უქმნის, როგორც საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოებას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძე.