გიორგი ვაშაძე – ალყა შემოარტყეს ხალხს, მოვუწოდებ, ნუ სჩადიან უკანონო ქმედებებს – ბოლომდე აქ ვდგავართ, ჩვენს უკან სამშობლოა, მათ უკან – ღალატი

მოვუწოდებ, ნუ ჩადიან უკანონო ქმედებებს. ბოლომდე აქ ვდგავართ. ჩვენს უკან სამშობლოა, მათ უკან კი ღალატი. ბოლომდე ვიბრძოლებთ!- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, მ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
როგორც ვაშაძემ განმარტა, აქციის მიმდინარეობისას სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ უკანონო ქმედებები განხორციელდა.
“აბსოლუტურად უკანონო ქმედება არის ის, რაც მოხდა. წინ ვიდექი და მათი {სპეციალური დანიშნულების რაზმის} მხრიდან დაიწყო უკანონო ქმედებები, ალყა შემოარტყეს ხალხს. ამის დაშვება არ შეიძლება. მოვუწოდებ, ნუ ჩადიან უკანონო ქმედებებს. ბოლომდე აქ ვდგავართ. ჩვენს უკან სამშობლოა, მათ უკან – ღალატი. ბოლომდე ვიბრძოლებთ! მადლობა ხალხს, რომ ყველა აქ არის“,-აღნიშნა ვაშაძემ.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა აქციაზე ე.წ. წიწაკის სპრეი რამდენიმე წუთის წინ გამოიყენეს. საკანონმდებლო ორგანოსთან ვითარება დაძაბულია.

ასევე დაგაინტერესებთ